пятница, 15 октября 2010 г.

კონსტანტინე











კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი, 1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ.17 ივლისი, 1975, თბილისი), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).
ბიოგრაფია [რედაქტირება]
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის,ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში.1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის.
სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე“, „ლომისი“ (გ.ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად),"ილიონი", „საქართველოს სამრეკლო“, „ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.
ავტორია რომანებისა: „დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“, „გოეტეს ცხოვრების რომანი“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, „დავით აღმაშენებელი“, „ვაზის ყვავილობა“, აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა.
1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭაშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.
შემოქმედება [რედაქტირება]
მისი პირველი ლექსები და კრიტიკული წერილები 1914 წელს დაიბეჭდა. 1922 წლიდან რედაქტორობდა “აკადემიური მწერლობის კავშირის“ ჟურნალებს: “ილიონი“, “ლომისი“, “საქართველოს სამრეკლო“. ადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში (“ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“, 1924) თავი იჩინა გამსახურდიას ექსპრესიონისტულმა მსოფლგანცდამ. ამ ეტაპზე მწერლისათვის არსებობს ერთი რეალობა, რომელიც ხელოვანის სულში აღმოჩენილი და გარდაქმნილი სინამდვილეა. ფსიქოლოგიზმიშენაცვლებულია “მარადი ღელვით“; სინამდვილის ექსტაზური, “კოსმიური“ განცდით – ანტიფსიქოლოგიზმით. “ზარები გრიგალში“ (1924) რწმენაშერყეული ადამიანის აპოთეოზია: საკუთარმა მოწოდებამ მისი უფერული სიცოცხლე დიდ ვნებად აქცია, ზნეობრივ ექსტაზს აზიარა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა. სოციალურ – ზნეობრივი ხასიათის ნოველებშიც კი გამსახურდიას გმირი ბუნებაში უფრო მკვიდრად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოებაში (“ქოსა გახუ“, 1927-1929; “ტაბუ“, 1925-1927; “ხოგაის მინდია“,1937). ნოველაში “მკვდართან შეხვედრა“ (1919) ქართულ მწერლობაში პირველად იქცა დამოუკიდებელ პრობლემად ადამიანის, პიროვნების გაუცხოების საკითხი. პიროვნება დათრგუნულია გარეშე საგნების მოზღვავებით. ადამიანები არაკომუნიკაბელურნი არიან . ისინი ვერ შველიან ერთმანეთს , თუმცა კი “უძახიან, ეძებენ ერთიმეორეს“. მკვეთრად გამოხატული დეკადენტური ესთეტიზმით ხასიათდება “პორცელანი“, “ლილ“ (1922), “ქალის რძე“ (1929). მძლავრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვალსაზრისი ასაზრდოებს ნოველებს “ ფოტოგრაფი “ (1919), “ტაბუ“, “მშვენიერება“. ნათელმხილველის იშვიათი ხვედრის გამო ხალხის სატკივარს ერთხანს მოწყვეტილი ხოგაის მინდია მკაცრ ყოველდღიურობას უბრუნდება (“ხოგაის მინდია“). ერონული სულისკვეთება, მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გასდევს გამსახურდიას პირველ რომანსაც, “დიონისოს ღიმილი“ (1925); კონსტანტინე სავარსამიძის სახით ნაჩვენებია ზნეობრივი ტრაგიზმი XX ს. 10-იანი წლების ახალგაზრდა ქართველი ინტელიგენტისა, რომელმაც ეროვნული იდეალები მშობლიურ წიაღში კი არ განავითარა, არამედ დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებში და ამ იდეალებსა და მაშინდელი საქართველოს სინამდვილეს შორის წარმოჩენილი უფსკრულის პირისპირ აღმოჩნდა. მითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ – ზნეობრივი ნიღაბია. რომანისთვის არსებითია განმაზოგადოებელი სახის სიმბოლიკა და პარაბოლური მოტივები; სიყვარულის გამარტივებული კონცეფციით, ანტიფსიქოლოგიზმითა და მხატვრული ხილვის ექსტაზური მანერით “დიონისოს ღიმილი“ ექსპრესიონისტული პროზის ნომუშია. თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებს, ოღონდ გაცილებით უფრო ღრმად, თარაშ ემხვარი – ტრილოგიის, “მთვარის მოტაცების“ მთავარი გმირი (1935-1936). ეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამული სოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისით. მთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებთად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრეს კოლექტივიზაციის პერიოდში; მწვავედ წარმოაჩენს ძველი ინტელიგენციის პრობლემას; ინდივიდუალისტური კულტურის შეუთავსებლობას ახალ კოლექტივისტურ ნებასთან. ძლევამოსილი სვლა ცივილიზაციისა, რომლის წარმომადგენელიც არის რომანის მეორე გმირი არზაყან ზვამბაია, ცალკეული, თუმცა მკაფიოდ და შთამბეჭდავად დახატული ეპიზოდებითაა წარმოდგენილი. თარაშ ემხვარი არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებას, ვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპება. ავტორმა მისი დაღუპვა მთვარის (უძველესი ქართული წარმართული ღვთაება) მოტაცებას შეუდარა; ამასთან, გაბედულად დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ წაქცეული ათასწლოვანი კულტურა მხოლოდ განადგურებისა და შეჩვენების ობიექტად არ უნდა ქცეულიყო. თანამედროვეობის თემას კ.გამსახურდია კიდევ ერთხელ მოუბრუნდა მოგვიანებით რომანში “ვაზის ყვავილობა“ (1955); რომელშიც ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა. გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელიც ის არის. ისტორიული რომანი “დიდოსტატის, კონსტანტინეს მარჯვენა“ (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის (1010-1029) ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ხოლო მის ქარგაში ჩაქსოვილი ეროვნულ კულტურული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით ერის ცხოვრებაში მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე ეროვნული შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისადა შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი “აღნაგობის”, მისი ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა. გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია “დავით აღმაშენებელი” (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1965) ფართო ტილოა, რომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII სს. აღზევებულისაქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში, იმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ, რელიგიურ და სამხედრო ძვრებს. რომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში. თავის ისტორიულ რომანებში გამსახურდია ფართოდ იყენებს არქაულ ენობრივ “ნიღაბს“ სიძველისკოლორიტის, განცდის შესაქმნელად. ასეთი მხატვრულ – ენობრივი პოზიცია ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო ტენდენციად კი არ მიაჩნია, არამედ საკუთრივ ისტორიული რომანის პრინციპად. თუმცა გამსახურდიას თანამედროვე თემატიკაზე შექნილი ნაწარმოების თავისებურმა ენობრივმა მანერამაც გამოიწვია აზრთა მძაფრი სხვადასხვაობა. გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე – “გოტიეს ცხოვრების რომანი“ (1934). მის შემოქმედებაში მხატვრულ სრულყოფას მიაღწია ქართულმა მხატვრულმა ნარკვევმა (“უკრაინის თემიდა“, 1931). აღსანიშნავია, გამსახურდიას ესეები ქართველ, რუს, სომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მან თარგმნა დანტეს “ღვთაებრივი კომედია“, გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”, უიტმენის ლექსები და სხვ. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. დაკრძალულია “კოლხური კოშკის ეზოში”.

Комментариев нет:

Отправить комментарий